ანდრე მორუა აზერბაიჯანულ ენაზე
აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრმა აზერბაიჯანულად თარგმნა და დასტამბა გამოჩენილი ფრანგი მწერლის ანდრე მორუას წიგნი, რომელსაც „ანდერძი“ ეწოდება.
წიგნში შესულია მწერის სხვადასხვა წლებში გამოქვეყნეგული ნაწარმოებები, მათშორის „ბიოქრაფია“, „წყევლა ოქროს მონეტისა“, „მირანა“, „ოთხშაბათის იები“, „ანდერძი“, „ბალზაკის დანაშაულის გამო“ და მისი საქვეყნოდ ცნობილი რომანი „უცხო ქალბატონის წერილები“.
მორუა, რომელიც გამოირჩევა უნიკალური მხატვრული სახეებით, ფსიქოლოგიური წიაღსვლებითა და კლასიკური აზროვნების სტილით, ძირითადად ცნობილია როგორც ავტობიოქრაფიული რომანების დიდოსტატი. ესეებმა და მოგონებებმა, რომლებიც შელის, ბაირონის, ბალზაკის, ჰიუგოს, დიუმას, ჟორჟ სანდის, ტურგენევის, ჩეხოვისა და სხვათა ცხოვრებას ეძღვნება, მას სახელი დაუმკვიდრა როგორც მემუარული ჟანრის ლიტერატურის დიდოსტატს.
კრებულში თავმოყრილი ნაწარმოებები აზერბაიჯანულ ენაზე ცნობილმა პოეტმა და მთარგმნელმა მაჰირ ნ. გარაევმა თარგმნა.
წიგნის რედაქტორი რაბიგა ნაზიმგიზია.
და სხვა ...
-
მოვლუდ მოვლუდის მოთხრობა თურქეთის პორტალებში
თურქეთის პოპულარულმა პორტალებმა "Detayhaberler.com"-მა, "Dibace.net"-იმ და "Haber.232.com"-მა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „უახლესი აზერბაიჯანული ლიტერატურა“ პროექტის ფარგლებში დაიწყო
-
გამოიცა წიგნი „აზერბაიჯანული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონიდან ამოღებული სიტყვების კლასიფიკაცია“
„აზერბაიჯანული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონიდან“ (ნასიმის ენათმეცნიერების ინსტიტუტი; 2013 და 2021 გამოცემები) ამოღებულ იქნა ორთოგრაფიული და გრამატიკული შეცდომები, უცნაური სიტყვათწარმოება