კოლუმბიის ახალი ელჩი თარგმანის ცენტრს ეწვია

კოლუმბიის ახალი ელჩი თარგმანის ცენტრს ეწვია

კოლუმბიის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ლუის ანტონიო დიმეტე კურდენასი სახელმწიფო თარგმნის ცენტრს ეწვია.

შეხვედრის დროს აზერბაიჯანულ-კოლუმბიური ლიტერატურული თანამშრომლობისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო  ცენტრის და კოლუმბიის საელჩოს მიერ ერთობლივად განხორციელებულ  პროექტებზე, მათშორის ცენტრის ეგიდით აზერბაიჯანულ ენაზე  დასტამბულ წიგნზე - "ოცი ლექსი" - ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამ წიგნის მიკითხველისადმი წარდგინებისას  დიდი პრეზენტაცია გაიმართა აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. ასევე თარგმანის ცენტრში გამოიცა კოლუმბიელ პოეტების ლექსების კრებული, რომელსაც"ერ იყო ზღვა ..." ეწოდება.  შეხვედრაზე ასევე შედგა აზრთა გაცვლა კოლუმბიის ყოფილი წარმომადგენლის ქალბატონ მართა გალინდინონის ინიციატივით ცენტრში გამართული დაუვიწყარი ღონისძიების შესახებ, რომელიც დიდი კოლუმბიელი მწერლის გაბრიელ გარსია მარკესის შემოქმედებას მიეძღვნა.

განიხილეს კოლუმბიურ-აზერბაიჯანული ლიტერატურული და კულტურათაშორისი თანამშრომლობის შემდგომი პერსპექტიული პროექტები, აგრეთვე ლათინური ამერიკის ქვეყნებში აზერბაიჯანული ლიტერატურის გავრცელებასთან დაკავშირებული საკითხები. ელჩმა ლუის ანტონიო დიმეტემ გამოთქვა კმაყოფილება წარმატებული თანამშრომლობის გამო და ხაზი გაუსვა ამგვარი  პროექტების შემდგომი გაგრძელების მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს ელჩმა გაბრიელ გარსია მარკესის ესპანურ ენაზე დაწერილი წიგნი "პოლკოვნიკზე წერილი არ არის" ცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ აფაგ მესუდს   წარუდგინა.

Qalereya

და სხვა ...