ნასიმის ყაზალების კრებული უკრაინაში დაისტამბა

ნასიმის ყაზალების კრებული უკრაინაში დაისტამბა

დიდი აზერბაიჯანული პოეტის იმადსადინ ნასიმის 650 წლის იუბილესთან დაკავშირებით კიევში უკრაინულ ენაზე გამოიცა პოეტის ყაზალების კრებული სახელწოდებით “І шляхом Істини постав я сам...” ("მე თავადა ვარ გზა ჭეშმარიტი…”) (აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრი). 

წიგნში შესულია 200 – ზე მეტი ყაზალი და რობაი. აქვე მოცემულია ტექსტში გამოყენებული  რთული გამოთქმებისა და სიტყვების განმარტებანი.

წიგნში, ასევე დაბეჭდილია სტატია სახელწოდებით “У пошуку живих імен”  („ცოცხალი სახელების ძიებაში“), რომელიც პოეტის შემოქმედებასა და ცხოვრებას ასახავს. სტატიის ავტორია ცნობილი უკრაინელი პოეტი და მთარგმნელი დიმიტრი ჩისტიაკი.

წიგნი, რომელიც უკრაინის ავტორიტეტულმა გამომცემლლობამ - “Саміт-Книга” - დასტამბა, ნასიმის პირველად წარუდგენს უკრაინელ მკითხველს.

პოეტის ლექსები უკრაინულ ენაზე ორიგინალიდან თარგმნეს პაველ მოვჩანმა, მიკოლა მირეშნიჩენკომ, სტანისლავ ტელნიუკმა და დიმიტრი ჩისტიაკმა.

წიგნი შეადგინეს დიმიტრი ჩილსტიაკმა და პუსთა ახუნდოვამ.

და სხვა ...