გაფორმდა მემორანდუმი აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრსა და უკრაინის მწერალთა ეროვნულ კავშირს შორის
ხელი მოეწერა მემორანდუმს აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმნელობით ცენტრსა და უკრაინის მწერალთა ეროვნულ კავშირს შორის.
შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობების გაფართოებას, მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის თარგმნა და გამოცემა, წიგნების პრეზენტაციები, მრგვალი მაგიდები, ონლაინ კონფერენციები, პუბლიკაციების ფართო აუდიტორიისათვის მიწოდება, წამყვან მედიაში გაშუქება და გამოცემული წიგნების სახელმწიფო და საჯარო ბიბლიოთეკებში განთავსება.
მემორანდუმში აღნიშნულია, რომ გრძელვადიანი და კონსტრუქციული თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავებულ იქნება და განსახორციელდება ერთობლივი პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ორი მეგობარი ქვეყნის კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში.
დოკუმენტს ხელს აწერენ აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის თავმჯდომარე აფაგ მესუდი და უკრაინის მწერალთა ეროვნული კავშირის თავმჯდომარე მიხეილ სიდორჯევსკი.
და სხვა ...
-
თურქეთში გამიოიცა აზერბაიჯანული ენის ახალი ორთოგრაფიული ლექსიკონი
თურქეთის კულტურის სამინისტროსა და ჰაჯითეფეს უნივერსიტეტის მხარდაჭერით ანკარაში გამოიცა ზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ 2023 წელს შექმნილი „აზერბაიჯანული ენის ახალი ორთოგრაფიული ლექსიკონი“
-
აზერბაიჯანული პოეზია „მიგელ დე სერვანტესის“ ბიბლიოტეკაში
ესპანეთის „მიგელ დე სერვანტესის“ ვირტუალურმა ბიბლიოთეკიამ „მხატვრილი გამოცემების“ განყოფილებაში განათავსა სახელმწიფო მთარგმნელობითი...
-
სამედ ვურღუნის შემოქმედება ინგლისისა და ფინლანდიის ლიტერატურულ პორტალებში
პოპულარულმა ინგლისურმა და ფინურმა ლიტერატურულმა პორტალებმა “My poetic Side”-მ " და შესაბამისად "Rakkausrunot"-მა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტის ფარგლებში "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში" დაიწყო ტრანსლირება აზერბაიჯანის სახალხო პოეტის სამად ვურღუნის ინგლისურად თარგმნილი ლექსებისა "მსოფლიო" და "დაივიწყე".