აზერბაიჯანული ლიტერატურა უკრაინულ პრესაში

აზერბაიჯანული ლიტერატურა უკრაინულ პრესაში

 

უკრაინის პოპულარულმა ლიტერატურულმა გაზეთმა “Лiтературна Україна” (ლიტერატურულიუკრაინა) სახელმწიფო თარგმანის ცენტრის აზერბაიჯანულილიტერატურა ვირტუალურ სამყაროში პროექტის ფარგლებში ფართო ადგილი დაუთმო თანამედროვე აზერბაიჯანული პოეზიის ნიმუშებს.

გაზეთის ივლისის ნომერში უკრაინულ ენაზე გამოქვეყნდა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის ჰუსეინ არიფის ლექსი "ჯერ იცხოვრე", ცნობილი აზერბაიჯანელი პოეტების დილსუზის "სახლს ვაშენებ", სალამ სარვანის "გზა ამერია სახრჩობელასთან", აგშინ იენიზეს "ყველაზე ლამაზი ქალი", ისევე რუსტამ ბეჰრუდისა და ლეილა ალიევას ლექსები. პუბლიკაციას თან ერთვის ცნობილი უკრაინელი პოეტისა და მთარგმნელის ლესია მუდრაკის სტატია “Поезія гранатових відтінків”  ("ბროწეულის ელფერის პოეზია".

ლექსები უკრაინულ ენაზე თარგმნეს ცნობილმა უკრაინელმა მთარგმნელებმა, მიკოლა მიროშნიჩენკომ, ვანო კრუგერმა, ლესია მუდრაკმა,  ვასილი დოვჯიკმა და პიოტრ სელესკიმ.

აღნიშნული გვერდი ასევე განთავსებულია პოპულარულ უკრაინულ ლიტერატურულ პორტალზე “litukraina.com.ua” (ლიტერატურული უკრაინის საიტი).

 

 

 

 

 

 

 

 

შესაბამისი ლინკი:

https://litukraina.com.ua

 

და სხვა ...

  • „ლეილი და მეჯნუნი“ დნეპრის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე „ლეილი და მეჯნუნი“ დნეპრის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

     

    დნეპრის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ( Dnepr Book Space) გაიმართა დიდი აზერბაიჯანელი პოეტის ნიზამი განჯავის კიევში უკრაინულ ენაზე გამოცემული"ლეილი და მაჯნუნიის" პრეზენტაცია.

     

  • „ლეილი და მეჯნუნი“ წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე „ლეილი და მეჯნუნი“ წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

    კიევის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ("კიევის წიგნის ხელოვნების ფესტივალი") გაიმართა დიდი აზერბაიჯანელი პოეტის ნიზამი განჯავის "ლეილი და მაჯნუნიის" პრეზენტაცია. უნდა აღინიშნოს, რომ წიგნი უკრაინულ ენაზე დაისტამბა ნიზამი განჯავის 880 წლის იუბილესთან დაკავშირებით. პროექტი განხორციელდა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის უშუალო მონაწილეობით.