იწყება „მსოფლიო ლიტერატურის მარგალიტების“ სერიული გამოცემა
მკითხველის გემოვნების დახვეწისა და როგორც კლასიკური, ასევე თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურული ნიმუშების მაღალ დონეზე თარგმნის უზრუნველყოფის მიზნით აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრი იწყებს "მსოფლიო ლიტერატურის მარგალიტებს" 150 ტომეულის გამოცემას. გამოცემათა სერია, რომელშიც წარმოდგენილი იქნება მსოფლიო ლიტერატურის ისეთი კორიფეების ნაწარმოებები, როგორიცაა მიგელ დე სერვანტესი, აკუტაგავა რუნოსკე, ფიოდორ დოსტოევსკი, უილიამ ფოლკნერი, მიხეილ ბულგაკოვი, ალბერ კამიუ, ჰერმან ჰესე, ჯერომ სელინჯერი და გაბრიელ გარსია მარკესი, დასავლეთ ევროპის, აშშ-სა და ლათინური ამერიკის ქვეყნების რჩეულ ლიტერატურულ ნიმუშებთან ერთად აღმოსავლეთ ევროპის, აზიისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოწინავე ლიტერატურასაც მოიცავს.
სერიის პირველი მახარობელი - მსოფლიოში ცნობილი ავსტრიელი მწერლის ფრანც კაფკას ორიგინალიდან თარგმნილი „რჩეული ნაწარმოებების“ორტომეული, სადაც თავმოყრილია მისი რომანები, მოთხრობები და დღიურები, მკითხველს უახლოეს დღეებში წარედგინება.
წიგნში შესულია ავტორის ისეთი რომანები და მოთხრობები, როგორიცაა: ”სასამართლო”, ”ციხესიმაგრე”, ”ბუდე”, ”ერთი დავის აღწერა”, ”მეტამორფოზა”, ”წერილი მამას”, ”მეღუმლე”, ”უბედურება“ და "სადამსჯელო კოლონია ".
და სხვა ...
-
ხაგანის შემოქმედება ინგლისის ლიტერატურულ პორტალში
ინგლისის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა „Write Out Loud“ სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში“ პროექტის
-
ისი მელიქზადეს შემოქმედება გერმანიის ელექტრონულ ლიტერატურულ ჟრნალში
პოპულარულმა გერმანულმა ელექტრონულმა ლიტერატურულმა ჟურნალმა "LESERING.de" სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში"