ხელი მოეწერა მემორანდუმს აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრსა და უკრაინის წიგნის ინსტიტუტს შორის

ხელი მოეწერა მემორანდუმს აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრსა და უკრაინის წიგნის ინსტიტუტს შორის.
შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ლიტერატურული ურთიერთობების გაღრმავებას გაფართოებას, მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა წიგნების თარგმნა და გამოცემა, პრეზენტაციები, მრგვალი მაგიდები, ონლაინ კონფერენციები, პუბლიკაციების ფართო აუდიტორიისათვის მიწოდება, წამყვან მედიაში გაშუქება და გამოცემული წიგნების სახელმწიფო და საჯარო ბიბლიოთეკებში განთავსება.მემორანდუმში აღნიშნულია, რომ გრძელვადიანი და კონსტრუქციული თანამშრომლობის ფარგლებში აზერბაიჯანსა და უკრაინის ლიტერატურულ სამყაროებს შორის შემუშავებულ იქნება და განხორციელდება ერთობლივი პროექტები.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის წიგნის ინსტიტუტი, რომელიც ფუნქციონირებს უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროსთან, უკრაინული ლიტერატურის თარგმანისა და პროპაგანდის განმახორციელებელ სახელმწიფო სტრუქტურას წარმოადგენს.
დოკუმენტს ხელს აწერენ აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე აფაგ მესუდი და უკრაინის წიგნის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ოლექსანდრ კოვალი.
და სხვა ...
-
აგშინ იენისეის „ყველაზე კარგი ქალი“ ბულგარეთის ელექტრონულ ლიტერატურულ ჟურნალში
ბულგარეთის პოპულარულმა ელექტრონულმა ლიტერატურულმა ჟურნალმა “Literaturen sviat”-მა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „უახსესი აზერბაიჯანული ლიტერატურა“
-
მირმეჰდი აღაოღლის მოთხრობა რუსეთის ლიტერატურულ პორტალში
რუსეთის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Proza.ru”-მ სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „უახსესი აზერბაიჯანული ლიტერატურა“ პროექტის ფარგლებში გამოქვეყნა ნიჭიერი მწერლის მირმეჰდი აღაოღლის რუსულად