დაჯილდოვდნენ სახელმწოფო მთარგმნელობითი ცენტრის თანამშრომლები

 

     

 

დაჯოლდოვდა სახელმწოფო მთარგმნელობითი ცენტრის თანამშრომელთა ჯგუფი, რომელმაც 2021 წელს მუყაითობით  გამოიჩინა თავი.

ცენტრში გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა  მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღესა და საახალწლო დღესასწაულს. ღონისძიების გახსნისას, გამგეობის თავმჯდომარემ აფაგ მასუდმა ისაუბრა 2020-2021 წლებში მიღწეულ ისტორიულ გამარჯვებაზე, დიდი გამარჯვების შედეგად ქვეყანაში გამეფებულ ეროვნულ სულისკვეთებაზე, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მიმდინარე სწრაფ აღმშენებლობასა და აღდგენით სამუშაოებზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა გასულ წელს ცენტრის მიერ გაწეულ წარმატებულ საქმიანობაზე - კერძოდ, „ნიზამის წლის“ ფარგლებში უკრაინაში, საქართველოში, გერმანიასა და ესპანეთში გამოიცა დიდი პოეტის ნაწარმოებები „ლეილი და მაჯნუნი“ და „შვიდი ლამაზმანი“,  რომლებმაც მკითხველი საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. მან აგრეთვე ისაუბრა მსოფლიოში ცნობილი მწერლების, ფრანც კაფკას, გაბრიელ გარსია მარკესისა და ჰაინრიხ ბიოლის ნაწარმოებების, წერილებისა და დღიურების ორტომიან კრებულებზე, რომლებიც დაისტამბა სერიაში -„მსოფლიო ლიტერატურის მარგალიტები“.

შემდეგ დაჯილდოვდნენ ცენტრის თანამშრომლები, რომლებიც 2021 წელს თავიანთი საქმიანობით გამოირჩეოდნენ.

დაჯილდოებულებს შორის - პოემა „ხოსროვი და შირინის“ ორიგინალიდან ფილოლოგიური თარგმანისთვის მეცნიერების, განათლებისა და კულტურის სამმართველოს ხელმძღვანელს, მწერალსა და მთარგმნელს ეთიმად ბაშქეჩიდს, სპარსული ენის სპეციალისტს ალი შუქრუს, ნიზამი განჯავის ნაწარმოებების  საერთაშორისო სივრცეში ფართო პროპაგანდისათვის საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მრჩეველს ფუსთა ახუნდოვასა და ესპანური ენის სპეციალისტს აისელ ალიევას, "აზერბაიჯანული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონიდან" ამოღებული სიტყვების კლასიფიკაციაზე მუშაობისთვის სამეცნიერო ლიტერატურისა და ლექსიკონის სამმართველოს ხელმძღვანელს ლათაფათ სამადოვას, გამომცემლობისა და ბეჭდვის სამმართველოს ხელმძღვანელს აგილ ამრაჰოვს, წარმოების განყოფილების კომპიუტერულ მარეგულირებელს შაჰზადე იბრაჰიმოვას, წამყვან ოპერატორებს ვაფა ალიევასა და სუჯაიათ ისმაილოვას, თარგმანისა და ლინგვისტური ექსპერტიზის სამმართველოს ხელმძღვანელს ფარუხ რზაევს, და ინგლისური ენის სპეციალისტს ნაზაქათ აღაევას და სამამულო ომის, აზერბაიჯანის რეალობისა და აზერბაიჯანის ისტორიული ტერიტორიების თემაზე შექმნილი ვიდეო-რგოლებისათვის ოპერატორსა და ფოტოგრაფ ემილ ალიევს ცენტრის საჩუქრები გადაეცათ.

 

 

 

და სხვა ...

  • აზერბაიჯანული პოეზია „მიგელ დე სერვანტესის“ ბიბლიოტეკაში აზერბაიჯანული პოეზია „მიგელ დე სერვანტესის“ ბიბლიოტეკაში

    ესპანეთის მიგელ დე სერვანტესის ვირტუალურმა ბიბლიოთეკიამ „მხატვრილი გამოცემების“ განყოფილებაში განათავსა სახელმწიფო მთარგმნელობითი... 

  • სამედ ვურღუნის შემოქმედება ინგლისისა და ფინლანდიის ლიტერატურულ პორტალებში სამედ ვურღუნის შემოქმედება ინგლისისა და ფინლანდიის ლიტერატურულ პორტალებში

     

    პოპულარულმა ინგლისურმა და ფინურმა ლიტერატურულმა პორტალებმა My poetic Side-მ " და შესაბამისად "Rakkausrunot"-მა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტიფარგლებში "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში"  დაიწყო ტრანსლირება აზერბაიჯანის სახალხო პოეტის სამად ვურნის ინგლისურად თარგმნილი ლექსების "მსოფლიო" და "დაივიწყე".

     

  • ნასიმის შემოქმედება იტალიის ლიტერატურულ პორტალში ნასიმის შემოქმედება იტალიის ლიტერატურულ პორტალში

    იტალიის პოპულარულმა  ლიტერატურულმა პორტალმა "Alidicarta.it"-იმ მთარგმნელობითი სახელმწიფო ცენტრის პროექტის "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში" ფარგლებში ტრანსლირება დაიწყო დიდი აზერბაიჯანელი პოეტის, იმადედდინ ნასიმის იტალიურად თარგმნილი ღაზალისა "ვერ დავეტევი".