აფაგ მესუდის ესსე „ძვირფასო უკრაინავ“ უცხოურ მედიაში

აფაგ მესუდის ესსე „ძვირფასო უკრაინავ“ უცხოურ მედიაში

მთელმა რიგმა მსოფლიო მედია საშუალებებმა, საიტებმა და სოციალურმა ქსელებმა, მათშორის ესპანეთის Alquiblaweb.com-მ, ირლანდიის Medium.com-მ, თურქეთის Dibace.net-მა, Edebiyat-vesanatakademi¬si.com-მა და Erikaga-cioyku.com-მ, ჩეხეთის Rebuil-dsyria.cz”-იმ, ალჟირის “Alharir.info”-მ, ნიდერლანდების“Glagoslav Publications”-მა ”, მაროკოს ”News International”-მა, საქართველოს ”Iverioni”-  ”Ahali saunce”-მ და ”GAXA.ge”-მ, ირანულმა გაზეთმა ”Saeb Tabriz”-იმ, ელ სალვადორის Literatura y poesía“-მ და Reflexiones Internacionales”-იმ, უკრაინის “Kievinform.com”-მ, “Ukrlib.com.ua”-, ”Litgazeta.com.ua”-მ, ”Bukvoid.com.ua”-მ, “International Trade Club Ukraine.posts”-იმ“Kyivdiplomatic.com.ua”-მ და “Bukvoid.com.ua”-მ ერთსულოვნად გამოაქვეყნეს აზერბაიჯანის სახალხო მწერლის აფაგ მესუდის ესსე „ძვირფასო უკრაინავ!"

 

 

ძვირფასო უკრაინავ!

 

როგორ გაგიმეტეს?... როგორ გაიმეტეს შენი ლურჯი ლაჟვარდები, თეთრი ღრუბლები და ხორბლის სურნელით გაზავებული შენი ნაყოფიერი მიწა?... ამჟამად შენი მოქუფრული ცა შენს ბედს დასტირის, ჭურვებით დაცხრილულ შენს მკერდს ნისლში ახვევს, და მარადისობაში წერს მათ სახელებს, ვინც გმირულად გასწირა თავი შენი გულისათვის...

ახლა, ადამიანები, რომლებმაც შენს ღრუბლებთან ერთად გაიღვიძეს, შენი ჭრილობებითა და შენი ტკივილით გულდამძიმებულნი შენთან ერთად გმინავენ... ეს გმინვა საუკუნეებში ჩანთქმული ღაღადისი და მრავალსაუკუნოვანი თვალთა ცრემლია. ეს ის ცრემლია, რომელსაც ჭირთამთმენი ისტორიული მეხსიერება ხოჯალოს, აღდაბანის, ვანის, ხათინის, სრებრენიცასა და ჰოლოკოსტას გენოციდების გამო ღვრიდა...

მედგრად იყავი, გმირო უკრაინავ! ეს ბრძოლა, რომელსაც მშობლიური მიწებისა და თავისუფლების დასაცავად წარმართავ, ადამიანის ჩაგვრისა და უსამართლობის წინააღმდეგ წარმართული უწმინდესი ბრძოლაა! ეს არის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, რომელიც შეცვლის მსოფლიო წესრიგსა და კაცობრიობის სადღეისო სურათს. ეს არის უკიდურესი დაპირისპირება წმინდათაწმინდა ადამიანური ღირებულებებისათვის.

მხნედ იყავ, ჩემო მედგარო ძმავ! მსოფლიო მტკნარდება და იწმინდება შენი გმირი ვაჟებისა და ჭურვების ქვეშ დაღუპული ბავშვების სისხლით და მიწასთან გასწორებული შენი ქალაქების შემაძრწუნებელი მდუმარებით.

არ დაიდარდო, ძვირფასო დაიკო... გწამდეს, რომ საღამოს მწუხრში კიევის ქუჩებში მოსიარულე ერის დიდი შვილების - გოგოლის, ბულგაკოვის, დოვჟენკოსა და უკრაინელი ხალხის პატრიოტი ასულის ლესია უკრაინკას გულამოსკვნილი კვნესა ჩვენც გვესმის... დიდი ტარას შევჩენკოს ვაჟისადმი მიძღვნილი ლექსის სტრიქონებში ჩაქსოვილ ტკივილს ვიზიარებთ და ვამაყობთ ამ უბადლო ვაჟკაცობითა და გამბედაობით:

 

„თუ მომადგება სიკვდილი ოდეს,

მშობელ მიწაში დამმარხეთ მაშინ.

აქ გამითხარეთ საფლავი, როგორც

უკიდეგანო სამშობლოს ცაში.

 

აქ განვისვენო და დედის ნანა

მიმღეროს დნეპრმა დღითა და ღამით.

მესმოდეს მარად მთების ძახილი,

და ვიგრძნო სულის სიმშვიდე ამით.

 

დრო მოვა, როცა სისხლს მომხდურისას

მთლად გადარეცხავს მდინარის წყალი.

მე სწორედ მაშინ ავღსდგები მკვდრეთით ,

და გულიც აღარ მექნება მწყრალი.“

 

 

                                                                     აფაგ მესუდი

                                                                     აზერბაიჯანის სახალხო მწერალი

 

https://www.rebuildsyria.cz/afag-masud-mila-ukrajino/

https://azerbaijancultureandrealities.medium.com

https://erikagacioyku.com/

http://www.dibace.net/

https://afkarhura.com/

http://iverioni.com.ge/

https://newsaunje.ge/ 

https://kievinform.com

https://edebiyatvesanatakademisi.com

https://gaxa.ge/Read

https://litgazeta.com.ua

https://kyivdiplomatic.com/

https://www.facebook.com/KievDiplomatic

https://www.facebook.com/International

https://www.ukrlib.com.ua

http://bukvoid.com.ua/

https://reflexionesinternacionalessv.

https://saebtabriznews.ir/?p=3646

https://www.facebook.com/17707220301

და სხვა ...

  • თბილისში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“ თბილისში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“

    თბილისში გაიმართა პრეზენტაცია  "ჰეიდარ ალიევის წლის" ფარგლებში გამოცემული წიგნის "ჰეიდარ ალიევი და საქართველო". პარლამენტის ბიბლიოთეკის დიდ სააქტო დარბაზში გამართული ღონისძიება გახსნ საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა მაყვალა გონაშვილმა; მან ისაუბრა ისტორიის რთულ პერიოდებში ჰეიდარ ალიევის გადამწყვეტ როლზე საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში და მის მიერ განხორციელებული ენერგეტიკული პროექტებზე, რომლებმაც ძირეულად შეცვალეს  რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობ. შემდეგ სიტყვა მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, სახალხო მწერალ აფაგ ესუდს:

     

  • გამოიცა წიგნი - „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“ გამოიცა წიგნი - „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“

     

    საქართველოს ინტელიგენციისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით გამოიცა წიგნი - „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“, რომელიც ეძღვნება მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური მოღვაწის ჰეიდარ ალიევის 100 წლისთავს.

     

  • რუსული ლიტერატურის დაბრუნება აზერბაიჯანში რუსული ლიტერატურის დაბრუნება აზერბაიჯანში

    შედგა პრეზენტაცია წიგნებისა „პატარა გმირი“ (ფ.დოსტოევსკი) და „ჩევენგური“ (ა.პლატონოვი), რომლებიც გამოიცა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრსა და რუსეთის მთარგმნელობით ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში...