ბახთიარ ვაჰაბზადეს შემოქმედება მექსიკურ პორტალში
მექსიკის პოპულარულმა პორტალმა Tecnología industrial (მეცნიერება, ინდუსტრია და ლიტერატურა) და Facebook გვერდმა Más literatura ("მეტი ლიტერატურა") გამოაქვეყნა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის ბახთიარ ვაჰაბზადეს ესპანურ ენაზე თარგმნილი ლექსები - “ჩემ თავს ვემდური“ და „არის სამშობლო“. პუბლიკაცია განხორციელდა აზერბაიჯანის სახელმწიფო ცენტრის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ეწოდება "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში". პუბლიკაციას თან ერთვის ვრცელი ინფორმაცია პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. ლექსები ესპანურ ენაზე თარგმნა თუთუ ხანუმ იუნუსოვამ.
უნდა აღინიშნოს, რომ პორტალი „Tecnología Industrial“, რომელსაც მრავალრიცხოვანი მკითხველი ჰყავს, რეგულარულად აქვეყნებს მსოფლიოში ცნობილ ისეთი მწერლებისა და პოეტების ლიტერატურულ ნიმუშებს, როგორიცაა მიგელ ჰერნანდესი, უოლტ უიტმანი, კონსტანტინოსი კავაფისი, ფრანც კაფკა, პიტა ამორი და ხოსე ემილიო პაჩეკო.
შესაბამისი ლინკი: |
|
https://www.facebook.com/masliteraturamx |
და სხვა ...
-
მოვლუდ მოვლუდის მოთხრობა თურქეთის პორტალებში
თურქეთის პოპულარულმა პორტალებმა "Detayhaberler.com"-მა, "Dibace.net"-იმ და "Haber.232.com"-მა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „უახლესი აზერბაიჯანული ლიტერატურა“ პროექტის ფარგლებში დაიწყო
-
გამოიცა წიგნი „აზერბაიჯანული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონიდან ამოღებული სიტყვების კლასიფიკაცია“
„აზერბაიჯანული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონიდან“ (ნასიმის ენათმეცნიერების ინსტიტუტი; 2013 და 2021 გამოცემები) ამოღებულ იქნა ორთოგრაფიული და გრამატიკული შეცდომები, უცნაური სიტყვათწარმოება