ფიდელ კოლუმა: ჩვენს წვლილს შევიტანთ ჩილისა და აზერბაიჯანის ლიტერატურული ურთიერთობების განვითარების საქმეში
17 ივნისს ჩილეს რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული ფიდელ კოლომა ეწვია თარგმანის სახელმწიფო ცენტრს.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა წლებში ცენტრის მიერ აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემული ჩილეს ლიტერატურის ნიმუშების შესახებ და განიხილეს სამოამავლო ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იქნება აზერბაიჯანსა და ჩილეს შორის არსებული ლიტერატურული ურთიერთობების გაფართოებისკენ .
ფიდელ კოლომა: ”ჩვენ ვაფასებთ ცენტრის მიერ ჩილეს ლიტერატურის ბრწყინვალე წარმომადგენლის პაბლო ნერუდას, ისევე როგორც ჩილელი სხვა პოეტებისა და მწერლების შემოქმედებას აზერბაიჯანში პროპაგანდას, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იღებს სათავეს. ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ აზერბაიჯანული ლიტერატურის გავრცელებას ჩილეში და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში. ვაპირებთ, მომავალშიც ინტენსიურად გავაგრძელოთ ცენტრთან თანამშრომლობა, სადაც ჩართული იქნება ჩილეს შესაბამი სტრუქტურები და ორგანიზაციები. ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ჩილეს საგარეო საქმეთა სამინისტრო და კულტურის დეპარტამენტის ჩართულობა ამ პროექტებში. ”
შეხვედრის ბოლოს სტუმარს საჩუქრად გადაეცა პაბლო ნერუდას წიგნი - "სასოწარკვეთილების სიმღერა".
Qalereya
და სხვა ...
-
ისი მელიქზადეს შემოქმედება გერმანიის ელექტრონულ ლიტერატურულ ჟრნალში
პოპულარულმა გერმანულმა ელექტრონულმა ლიტერატურულმა ჟურნალმა "LESERING.de" სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში"
-
მოვლუდ მოვლუდის მოთხრობა თურქეთის პორტალებში
თურქეთის პოპულარულმა პორტალებმა "Detayhaberler.com"-მა, "Dibace.net"-იმ და "Haber.232.com"-მა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „უახლესი აზერბაიჯანული ლიტერატურა“ პროექტის ფარგლებში დაიწყო
-
გამოიცა წიგნი „აზერბაიჯანული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონიდან ამოღებული სიტყვების კლასიფიკაცია“
„აზერბაიჯანული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონიდან“ (ნასიმის ენათმეცნიერების ინსტიტუტი; 2013 და 2021 გამოცემები) ამოღებულ იქნა ორთოგრაფიული და გრამატიკული შეცდომები, უცნაური სიტყვათწარმოება