„ლეილი და მეჯნუნი“ წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

„ლეილი და მეჯნუნი“ წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

 

   კიევის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ("კიევის წიგნის ხელოვნების ფესტივალი") გაიმართა დიდი აზერბაიჯანელი პოეტის ნიზამი განჯავის "ლეილი და მაჯნუნიის" პრეზენტაცია. უნდა აღინიშნოს, რომ წიგნი უკრაინულ ენაზე დაისტამბა ნიზამი განჯავის 880 წლის იუბილესთან დაკავშირებით. პროექტი განხორციელდა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის უშუალო მონაწილეობით.

   ღონისძიების გახსნისას, ცნობილმა უკრაინელმა მწერალმა და მთარგმნელმა, ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ ალექსეი კონონენკომ ისაუბრა ნიზამის მდიდარ ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე და უკრაინულ-აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობების განვითარებაში აზერბაიჯანის მთარგმნელობითი ცენტრის წვლილზე: გამოაქვეყნა რა უკრაინულ ენაზე პოემა "ლეილი და მაჯნუნი“, აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა განახორციელა უაღრესად ღირებული პროექტი, რომლის მიზანია უკრაინაში დიდი ნიზამის მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობის გაცნობა და შესწავლა. წელს პოეტის სამშობლოში მისი 880 წლის იუბილე აღინიშნება. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის სხვადასხვა ენაზე დასტამბვა გახლავთ ისტორიული აუცილებლობა, რათა დიდი პოეტის ნაწარმოებები, ხელახლა შემოვიდეს სამყაროში და კიდევ ერთხელ დანერგოს ადამიანურ და მორალური ღირებულებები; გაამდიდროს და განწმინდოს ზოგადად კაცობრიობის სული.
    
გამოცემის შესახებ დეტალურად ისაუბრა ცენტრის უკრაინელმა წარმომადგენელმა მარინა გონჩარუკმა, რომელმაც აღნიშნა, რომ წიგნში შეტანილია ფრაგმენტები ცნობილი უკრაინელი თურქოლოგის აგაფენკელ კრიმსკის ვრცელი მონოგრაფიიდან, რომელსაც „ნიზამი და მისი თანამედროვენი“ ეწოდება და სადაც დაწვრილებითაა განხილული ნიზამის უკვდავი ნაწარმოებები. მან ასევე აღნიშნა, რომ წიგნი განთავსებულია უკრაინის სხვადასხვა ბიბლიოთეკებში და მკითხველს შეუძლია ნებისმიერ დროს ისარგებლოს.

   "ლეილი და მაჯნუნთან" ერთად ფესტივალის ფარგლებში ასევე გამოფენილი იყო აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ უკრაინულ ენაზე უკრაინაში გამოცემული სხვა წიგნებიც, კერძოდ  "თანამედროვე აზერბაიჯანული პოეზიის ანთოლოგია", იმადედინ ნასიმის “І шляхом Істини постав я сам...” ("მე თავადა ვარ გზა ჭეშმარიტი ..."), სალამ სარვანის “І потонути неможливо, неглибокий цей світ...” („ვერ ჩაიღრჩობი, სიღრმე აკლია ქვეყნიერებას“) და ლეილა ალიევას “Свiт тане, як сон” („სამყარო სიზმარივით ილევა“).

   

 

Qalereya

და სხვა ...

  • მაკესის „რჩეული ნაწარმოებები“ წარედგინა მარია ანჟელიკა სტირს მაკესის „რჩეული ნაწარმოებები“ წარედგინა მარია ანჟელიკა სტირს

    მიმდინარე წლის 22 სექტემბერს კოლუმბიის რესპუბლიკის წარმომადგენელი აზერბაიჯანში მარია ანჟელიკა სტირი სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრს და შეხვდა ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელს სახალხო მწერალს ქალბატონ  აფაგ მესუდს.

  • გამოიცა სტეფან ცვეიგის „რჩეული ნაწარმოებები“ გამოიცა სტეფან ცვეიგის „რჩეული ნაწარმოებები“

    სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ახალი პროექტის ფარგლებში, რომელც ითვალისწინებს მსოფლიო ლიტერატურის მარგალიტების“ 150 ტომეულის  სერიულ გამოცემას, გამოვიდა მსოფლიოში აღიარებული ავსტრიელი  მწერლის, სტეფან ცვეიგის  „რჩეული ნაწარმოებები.