საზოგადოებას წარედგინა ლესია უკრაინკას „ტყის სიმღერა“

გაიმართა წარდგინება „ტყის სიმღერისა“, რომელიც სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა საერთაშორისო სამყაროში ლიტერატურული ურთიერთობების ფარგლებში განახორციელა. ღონისძიება, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგა, შესავალი სიტყვით გახსნა ცენტრის უკრაინულ საკითხებში კორდინატორმა ფუსთა ახუნდოვამ. ისაუბრა რა ლესია უკრაინკას შემოქმედებაზე, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ეს წიგნი კიდევ ერთი საფეხურია აზერბაიჯანულ-უკრაინული ლიტერატურული ურთიერთობების სფეროში.
შემდეგ ცენტრის მეცნიერების, განათლებისა და კულტურის სამმართველოს ხელმძღვანელმა მწერალმა ეთიმად ბაშჩიდმა, ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იაშარ ალიევმა, აღნიშნული წიგნის თარგმანის ავტორმა, ცნობილმა პოეტმა სალამ სარვანმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ჯავანშირ იუსიფლიმ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ბადირხან აჰმადლიმ და დრამატურგმა ფირუზ მუსთაფამ ისაუბრეს სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის უკრაინული ლიტერატურისადმი განსაკუთრებულ ყურადღებაზე, რაც იმაში გამოიხატება, რომ სისტემატურად ითარგმნება ამ ქვეყნების წამყვანი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებები. ასევე აღინიშნა ის, რომ მაღალ მხატვრულ დონეზე იქნა თარგმნილი ლესია უკრაინკას ეს ნაწარმოები, რომელიც სიღრმისეულად ასახავს უკრაინელი ხალხის ეროვნულ-სულიერ სამყაროსა და ეროვნული ფოლკლორისათვის დამახასიათებელ თავისებურებებს, რითაც გვევლინება ამ ხალხის ლირიკულ-მხატვრულ მატიანედ.
აზერბაიჯანში უკრაინის საელჩოს პირველმა მდივანმა კულტურულ-ჰუმანიტარულ საკითხებში გიორგი სელსკიმ თავისმხრივ აღნიშნა, რომ ლესია უკრაინკას წიგნის აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემა ღირსშესანიშნავი მოვლენაა აზერბაიჯანულ-უკრაინულ ლიტერატურულ ურთიერთობებში. მადლობა მოახსენა სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრს იმისათვის, რომ იგი თავის საქმიანობაში ეგზომ ფართო ადგილს უთმობს უკრაინულ ლიტერატურას და სისტემატურად თარგმნის საყურადღებო ნიმუშებს.
ღონისძიების ბოლოს ცენტრის თანამშრომელმა სენან ნაღიევმა შეასრულა ნაწყვეტი ცნობილი კომპოზიტორის ვლადიმირ ნაზაროვის „ტყის სიმღერის“ მოტივზე შექმნილი მუსიკალური სპექტაკლიდან.
აღსანიშნავია, რომ წიგნი ითარგმნა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის საგამომცემლო პროექტის ფარგლებში, რომელმაც გაიმარჯვა გამოჩენილი უკრაინელი პოეტის, მწერლისა და მთარგმნელის, რომანტიკოსისა და კრიტიკული რეალიზმის ბრწყინვალე წარმომადგენლის ლესია უკრაინკას 150 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით უკრაინის წიგნის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საგრანტო კონკურსში. წიგნის წინასიტყვაობის ავტორი ფუსთა ახუნდოვა, რედაქტორი კი ბაჰლულ აბასოვია.
Qalereya
და სხვა ...
-
ცნობილი ქართველი პოეტი აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პრემიით დაჯილდოვდა
ცნობილ ქართველ პოეტს და მთარგმნელს, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს მაყვალა გონაშვილს აზერბაიჯანულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობების განვითარებაში შეტენილი წვლილისათვის აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ მთარგმნელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაწესებული სახელმწიფო თარგმანის (ცენტრალური) პრემია მიენიჭა.
-
ვიქტორია რომერო: „ცენტრსა და ლათინური ამერიკის ქვეყნების საელჩოებს შორის ერთობლივი პროექტები უნდა გაგრძელდეს“.
26 სექტემბერს სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრს ეწვია მექსიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში ქალბატონი ვიქტორია რომერო. შეხვედრაზე ისაუბრეს ცენტრის მიერ აზერბაიჯანში ლათინური ამერიკის ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული მთარგმნელობითი და საგამომცემლო პროექტების, საერთაშორისო ლიტერატურული ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაფართოების მიმართულებით გატარებული სამუშაოების შესახებ. განსაკუთრებით ხაზი გაესვა აზერბაიჯანში ლათინური ამერიკის ლიტერატურისადმი არსებულ ინტესეს
-
გამარჯვებულებს სერთიფიკატები გადაეცათ
ენისადა მთარგმნელობითი საქმიანობის დახვეწისა და ამ სფეროში მოღვაწე დაოსტატებული სპეციალისტების გამოვლენის მიზნით აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრში გამართული შერჩევითი ტურები დასრულდა. მთარგმნელები, რომლებმაც ტურების დროს წარმატებას მიაღწიეს, დაჯილდოებულ იქნნენ ცენტრის სერთიფიკატებით.