ბერთოლდ ბრეხტი აზერბაიჯანულ ენაზე

ბერთოლდ ბრეხტი აზერბაიჯანულ ენაზე

აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრის ახალი გამოცემა -- აზერბაიჯანულ ენაზე დაისტამბა ცნობილი გერმანელი დრამატურგის, პოეტის, პროზაიკოსისა და თეატრმცოდნის ბერთოლდ ბრეხტის „რჩეული ნაწარმოებები“.

წიგნში შესულია დრამატურგის ოთხი პიესა, რომელიც მსოფლიოს მრავალ თეატრში დაიდგა. ესენია „დედა კურაჟი და მისი შვილები“, „გალილეის ცხოვრება“,  „სამ გროშიანი ოპერა“ და „ნუ იქნება ის ჯარისკაცი, იყოს ეს ჯარისკაცი“.

 მთავარი შემოქმედებითი იდეა დრამატურგისა, რომელმაც XX საუკუნის დასაწყისში სახელი გაითქვა როგორც ევროპული თეატრის რეფორმატორმა,  გახლავთ ის, რომ „მოთოკოს“ მაყურებლის რომანტიკული ემოციები  და იგი მოაცილოს არამდგრად გრძნობათა მერყევ სამყაროს. ბრეხტი თავის ნაწარმოებებში უარს ამბობს კომფლიკტებზე, რომლებიც ყალბ დაძაბულაბას იწვევენ. უპირადესობას აძლევს დრამატიზმის სონგებით (სიმღერებით), პაროდიებითა და უშუალო პუბლიცისტური ჩარევებით გამწვავებას.

პიესები აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა ილგარ ელფიოღლიმ.

წიგნის რედაქტორები კი სალამ  სარვანი და ნარიმან აბდურაჰმანლია.

 

და სხვა ...