ლეილა ალიევას ლექსები ჩილეს ლიტერატურულ ჟურნალში

ჩილეს პოპულარულმა ჟურნალმა “Ærea. İspan – Amerika poeziyası” (“Ærea. Revista Hispanoamericana de Poesía”) სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო სამყაროში“ პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა ნიჭიერი აზერბაიჯანელი პოეტის ლეილა ალიევას ესპანურ ენაზე თარგმნილი ლექსები – „წავალ ცოტას ვიტირებ“, „ვერ მიგატოვებ მე ვერასოდეს“ და „არ მჯერა“.
პუბლიკაციას თან ერთვის ფართო ინფორმაცია პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
ლექსები ესპანურ ენაზე ბწკარედულად თარგმნა თუთუხანუმ იუნისოვამ, მხატვრული თარგმანის ავტორი კი ცნობილი არგენტინელი მთარგმნელი რაულ პოგგი ალეხანდრაა.
ჟურნალი, რომელიც 2001 წლიდან გამოდის და აშუქებს მსოფლიო ლიტერატურის ისეთი ცნობილი წარმომადგენლებს, როგორებიც არიან ედუარდო ესპინა, მონიკა ვალესკეს ქუსმანი, კარლოს აგუასაკონი, ლეონელ ალვარადო, ლუის ბენიტესი და ვიქტორ კორალი, აშშ-ს სხვა ქვეყნების განათლების კერების პროგრამებში შეტანილია როგორც დამატებითი საგანმანათლებლო საშუალება.
ჟურნალის მთავარი რედაქტორია ცნობილი არგენტინელი პოეტი დანიელ კალაბრესე.
![]() |
და სხვა ...
-
ჰეიდარ ალიევის შესახებ წიგნი ესპანეთის ბიბლიოთეკებში
აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ მადრიდში გამოცემული წიგნი "Vida de personas notables – Heydar Aliyev" (გამოჩანილი პიროვნებების ცხოვრება - ჰეიდარ ალიევი) განთავსებულია ესპანეთის შემდეგ ცენტრალურ ბიბლიოთეკებსა და უნივერსიტეტებში.
-
რაბიგა ნაზიმგიზის ლექსები ესპანეთის ლიტერატურულ პორტალში
ესპანეთის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Trabalibros” -მა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „უახლესი აზერბაიჯანული ლიტერატურა“ პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტის რაბიგა ნაზიმგიზის ესპანურად თარგმნილი ორი ლექსი - „აღელვებული ლექსი“ და „სურთი გამომიგზავნე“.
-
ფუნქციონირება დაიწყო აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის სააგენტოს საიტმა
ფუნქციონირება დაიწყო ასმც- ს სააგენტოს საიტმა adtm.az, რომელიც შეიქმნა ქვეყნის მასშტაბით მთარგმნელობითი სამუშაოების სათანადო ორგანიზებისა და მთარგმნელობითი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.