ესპანეთში გამოიცა ნიზამი განჯევის „შვიდი მთიები“

აზერბაიჯანში გამოცხადებულ „ნიზამი განჯავის წელთან“ დაკავშირებით ესპანეთში გამოიცა დიდი პოეტის ესპანურად თარგმნილი „შვიდი მთიები“.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს წიგნი მადრიდში პირველად 2000 წელს გამოიცა, სადაც ესპანელ მკითხველს ნიზამი განჯავს აცნობდნენ როგორც „სპარსელ პოეტს“. სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ინიციატივითა და ძალისხმევით სამეცნიერო მტკიცებულებებსა და დოკუმენტურ ფაქტებზე დაყრდნობით დადასტურდა, რომ ამ ნაწარმოების ავტორი არის დიდი აზერბაიჯანელი პოეტი, რამაც შესაბამისი ასახვა ჰპოვა ახალ გამოცემაში.
წიგნი გამოსცა მადრიდის მდიდარი საგამომცემლო ტრადიციებით გამორჩეულმა გამომცემლობამ „Mandala Ediciones“-მა, პოემა ესპანურ ენაზე თარგმანა ცნობილმა ესპანელმა მთარგმნელმა კარმენ ლინარესმა, წინასიტყვაობის ავტორია გამოჩენილი ნიზამოლოგი-მეცნიერი რუსტამ ალიევი, რედაქტორი კი ცნობილი ესპანელი ფილოლოგი ფრანცისკო კაპილა მარტინია.
წიგნი, რომელიც მაღალი პოლიგრაფიული დონითა და ორიგინალური ილუსტრაციებით გამოირჩევა, უახლოეს დღეებში განთავსდება მადრიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკებში, უნივერსიტეტებსა და წიგნის მაღაზიებში, ასევე საპრეზენტაციო ცერემონიალზე წარედგინება სამეცნიერო და ლიტერატურულ საზოგადოებას.
და სხვა ...
-
აგშინ იენისეის „ყველაზე კარგი ქალი“ ბულგარეთის ელექტრონულ ლიტერატურულ ჟურნალში
ბულგარეთის პოპულარულმა ელექტრონულმა ლიტერატურულმა ჟურნალმა “Literaturen sviat”-მა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „უახსესი აზერბაიჯანული ლიტერატურა“
-
მირმეჰდი აღაოღლის მოთხრობა რუსეთის ლიტერატურულ პორტალში
რუსეთის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Proza.ru”-მ სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „უახსესი აზერბაიჯანული ლიტერატურა“ პროექტის ფარგლებში გამოქვეყნა ნიჭიერი მწერლის მირმეჰდი აღაოღლის რუსულად