ნიზამი განჯევის „შვიდი მთიების“ წარდგინება მადრიდში

ნიზამი განჯევის „შვიდი მთიების“ წარდგინება მადრიდში

 

     ესპანეთის კულტურის ცენტრ“Espacio Ronda”-ში გაიმართა პრეზენტაცია დიდი აზერბაიჯანელი პოეტისა და მოაზროვნის ნიზამი განჯავის 880 წლის იუბილესთან დაკავშირებით მადრიდში გამოცემული წიგნისა, რომელშიც წარმოდგენილია მისი უკვდავი პოემა შვიდი მთიები“. ღონისძიებას ესპანელი საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები, მეცნიერები და ხელოვანები ესწრებოდნენ.

     ღონისძიების გახსნისას, ესპანეთის მუჰიდინ იბნ ალ-არაბის საზოგადოების თავმჯდომარემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა პაბლო ბენეიტომ ისაუბრა დიდი აზერბაიჯანელი პოეტისა და მოაზროვნის ნიზამი განჯავის პოემის შვიდი მთიების მსოფლიო პოეზიაზე გავლენასა და აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ ესპანურ-აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობების განვითარებაში დაორ ქვეყანას შორის ლიტერატურული თანამშრომლობის საქმეში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე.    

     შემდეგ სიტყვაში გამოსულმა „Mandala Ediciones“-ის დირექტორმა ფერნანდო კაბაბალ რიერამ, მწერალმა და მხატვარმა ანა კრესპომ, ესპანეთში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელმა მაგსად ჰუსეინოვმა და სხვა სტუმრებმა ისაუბრეს ნიზამი განჯავის პოეზიის  ღრმააზროვან შემოქმედებაზე, რომელიც ხოტბას ასხამს სამართლიანობას, ჰუმანიზმს, თანასწორობას, ადამიანისადმი სიყვარულსა და ზოგადსაკაცობრიო იდეებს.

     ღონისძიების დასასრულს მწერალმა და მხატვარმა ანა კრესპომ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა თავისი ნახატების სლაიდები სუფიზმის თემაზე და უპასუხა შეკითხვებს.    

ვფიქრობთ, ცალკე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ „შვიდი მთიები“ მადრიდში პირველად 2000 წელს გამოიცასადაც   ესპანელ მკითხველს ნიზამი განჯევის

წარუდგენდნენ  როგორც სპარსელ პოეტს“. სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ინიციატივითა და ძალისხმევით სამეცნიერო მტკიცებულებებსა და დოკუმენტურ ფაქტებზე დაყრდნობით დადასტურდა, რომ ამ ნაწარმოების ავტორი არის დიდი აზერბაიჯანელი პოეტი, რამაც შესაბამისი ასახვა ჰპოვა ახალ გამოცემაში.

წიგნი დაისტამბა მადრიდის მდიდარი ტრადიციული გამომცემლობის მქონე გამომცემლობაშო Mandala Ediciones-ში, პოემა ესპანურად თარგმნა კარმენ ლინარესმა, წინასიტყვაობის ავტორია ცნობილი ნიზამოლოგი, პროფესორი  რუსთამ ალიევი, რედაქტორი კი ცნობილი ესპანელი ფილოლოგი ფრანცისკო კაპილა მარტინი გახლავთ.

              

      

 

 

Qalereya

და სხვა ...

  • სამედ ვურღუნის შემოქმედება ინგლისისა და ფინლანდიის ლიტერატურულ პორტალებში სამედ ვურღუნის შემოქმედება ინგლისისა და ფინლანდიის ლიტერატურულ პორტალებში

     

    პოპულარულმა ინგლისურმა და ფინურმა ლიტერატურულმა პორტალებმა My poetic Side-მ " და შესაბამისად "Rakkausrunot"-მა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტიფარგლებში "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში"  დაიწყო ტრანსლირება აზერბაიჯანის სახალხო პოეტის სამად ვურნის ინგლისურად თარგმნილი ლექსების "მსოფლიო" და "დაივიწყე".

     

  • ნასიმის შემოქმედება იტალიის ლიტერატურულ პორტალში ნასიმის შემოქმედება იტალიის ლიტერატურულ პორტალში

    იტალიის პოპულარულმა  ლიტერატურულმა პორტალმა "Alidicarta.it"-იმ მთარგმნელობითი სახელმწიფო ცენტრის პროექტის "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში" ფარგლებში ტრანსლირება დაიწყო დიდი აზერბაიჯანელი პოეტის, იმადედდინ ნასიმის იტალიურად თარგმნილი ღაზალისა "ვერ დავეტევი".

     

  • გამოვიდა მაყვალა გონაშვილის ლექსების კრებული გამოვიდა მაყვალა გონაშვილის ლექსების კრებული

    სახელმწოფო მთარგმნელობითმა ცენტრმა გამოსცა ცნობილი პოეტის, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მაყვალა გონაშვილის წიგნი ათას მეორე ღამე, სადაც თავმოყრილია ავტორის რჩეული პოეტური ნიმუშები.