საქართველოს ტელევიზიამ გააშუქა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის საქმიანობა

საქართველოს ტელევიზიამ გააშუქა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის საქმიანობა

  ქართულმა ტელეარხიმა „მე-12 ტვ“-მ გადაცემა მიუძღვნა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ განხორციელებული საერთაშორისო პროექტების კონტექსტში ჩვენს ქვეყნებს შორის ლიტერატურული ურთიერთობების განვითარებას. გადაცემაში მონაწილეობდნენ საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, ცნობილი ქართველი პოეტი ბელა ქებურია, სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს ხელმძღვანელი ილგარ გარაევი და საქართველოსთან ლიტერატურული ურთიერთობის კოორდინატორი, მწერალი დამთარგმნელი იმირ მამადლი.

     გადაცემის წამყვანმა, ცნობილმა ქართველმა ჟურნალისტმა ჯემალ გორგილაძემ ისაუბრა ბოლო წლებში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ლიტერატურული კავშირების მნიშვნელობაზე და აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ ლიტერატურული ურთიერთობების სფეროში განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე.

     საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა და ბელა ქებურიამ ისაუბრეს რა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ სხვადასხვა ქვეყნებში, მათშორის საქართველოში განხორციელებული ლიტერატურული პროექტების მნიშვნელობაზე, დასძინეს, რომ აღნიშნული პროექტების ფარგლებში თბილისში გამოცემულმა „აზერბაიჯანული ლიტერატურის ანთოლოგიამ“ ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტის ლეილა ალიევას ლექსების კრებულმა „საწუთრო სიზმარივით ილევა“ და „ნიზამი განჯელის წელთან“ დაკავშირებით“  ქართულ ენაზე დასტამბულმა „ლეილი და მეჯნუნმა“ ქართული ლიტერატურული საზოგადოებისა და ფართო მკითხვეთა წრის ინტერესი და დიდი მოწონება დაიმსახურა.

   ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს ხელმძღვანელმა ილგარ გარაევმა და საქართველოსთან ლიტერატურული ურთიერთობის კოორდინატორმა იმირ მამადლიმ ქართველ კოლეგებს მადლობა გადაუხადეს ცენტრის საქმიანობის ეგზომ მაღალი შეფასებისათვის და ისაუბრეს ახალ მთარგმნელობით და საგამომცემლო პროექტებზე.

           

           

 

 

 

და სხვა ...

  • აზერბაიჯანული პოეზია „მიგელ დე სერვანტესის“ ბიბლიოტეკაში აზერბაიჯანული პოეზია „მიგელ დე სერვანტესის“ ბიბლიოტეკაში

    ესპანეთის მიგელ დე სერვანტესის ვირტუალურმა ბიბლიოთეკიამ „მხატვრილი გამოცემების“ განყოფილებაში განათავსა სახელმწიფო მთარგმნელობითი... 

  • სამედ ვურღუნის შემოქმედება ინგლისისა და ფინლანდიის ლიტერატურულ პორტალებში სამედ ვურღუნის შემოქმედება ინგლისისა და ფინლანდიის ლიტერატურულ პორტალებში

     

    პოპულარულმა ინგლისურმა და ფინურმა ლიტერატურულმა პორტალებმა My poetic Side-მ " და შესაბამისად "Rakkausrunot"-მა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტიფარგლებში "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში"  დაიწყო ტრანსლირება აზერბაიჯანის სახალხო პოეტის სამად ვურნის ინგლისურად თარგმნილი ლექსების "მსოფლიო" და "დაივიწყე".

     

  • ნასიმის შემოქმედება იტალიის ლიტერატურულ პორტალში ნასიმის შემოქმედება იტალიის ლიტერატურულ პორტალში

    იტალიის პოპულარულმა  ლიტერატურულმა პორტალმა "Alidicarta.it"-იმ მთარგმნელობითი სახელმწიფო ცენტრის პროექტის "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში" ფარგლებში ტრანსლირება დაიწყო დიდი აზერბაიჯანელი პოეტის, იმადედდინ ნასიმის იტალიურად თარგმნილი ღაზალისა "ვერ დავეტევი".