ჩეხეთში გამოიცა აზერბაიჯანული მოთხრობები

ჩეხეთში გამოიცა აზერბაიჯანული ლიტერატურის ანთოლოგია სახელწოდებით „სარი გელინ“, რომელშიც თავმოყრილია ისეთი ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლების მოთხრობები, როგორებიცაა აბდურაჰიმბეი ჰაგვერდიევი, ჯალილ მამედგულუზადე, სულეიმან რაჰიმოვი, ალი ვალიევი, მირ ჯალალი, ანვარ მამედხანლი, ანარი, აზიზა ჯაფარზადე, მაგსუდ იბრაჰიბეკოვი, იუსიფ სამადოღლუ, ელჩინი, ისი მალიქზადე, მოვლუდ სულეიმანლი, ქამალ აბდულა, შაჰმარი, სარა ნაზიროვა, რაფიქგ თაღი, სადაი ბუდაგლი და ეთიმად ბაშჩეჩიდი.
წიგნში შესული ნაწარმოებების ორიგინალიდან ჩეხურ ენაზე პწკარედული თარგმნის ავტორი შაბნამ ასადოვა გახლავთ. რედაქტორები ცნობილი ჩეხი მთარგმნელები ივანა ბოზდეხოვა და კლარა ხულიკოვაა.
წიგნს, რომელიც გამოსცა მდიდარი საგამომცემლო ტრადიციებით გამორჩეულმა გამომცემლობა “Karolinum”-მა, თან ერთვის აკადემიკოს ნიზამი ჯაფაროვის წინასიტყვაობა.
მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული კრებული, სავარაუდოდ უახლოეს დღეებში განთავსდება პრაღის ცენტრალურ ბიბლიოთეკებში, უნივერსიტეტებსა და წიგნის მაღაზიებში და საპრეზენტაციო ცერემონიალზე.წარედგინება სამეცნიერო და ლიტერატურულ საზოგადოებას
და სხვა ...
-
აგშინ იენისეის „ყველაზე კარგი ქალი“ ბულგარეთის ელექტრონულ ლიტერატურულ ჟურნალში
ბულგარეთის პოპულარულმა ელექტრონულმა ლიტერატურულმა ჟურნალმა “Literaturen sviat”-მა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „უახსესი აზერბაიჯანული ლიტერატურა“
-
მირმეჰდი აღაოღლის მოთხრობა რუსეთის ლიტერატურულ პორტალში
რუსეთის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Proza.ru”-მ სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „უახსესი აზერბაიჯანული ლიტერატურა“ პროექტის ფარგლებში გამოქვეყნა ნიჭიერი მწერლის მირმეჰდი აღაოღლის რუსულად