რუსთამ ბეჰრუდისა და ჰამიდ ჰერისჩის შემოქმედაბა ესპანეთის ლიტერატურულ პორტალში

ესპანეთის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “El coloquio de los perros”-მა „აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში“ პროექტის ფარგლებში (აზსმც) გამოაქვეყნა ცნობილი აზერბაიჯანელი პოეტების რუსთამ ბეჰრუდისა და ჰამიდ ჰერისჩის ესპანურ ენაზე თარგმნილი ლექსები. პორტალმა, რომელსაც მრავალრიცხოვანი მკითხველი ჰყავს, თავის გვერდებზე ადგილი დაუთმო რუსთამ ბეჰრუდის ესპანურ ენაზე თარგმნილ ლექსს „თავისუფლება, თორინოს სუდარა და პილიგრიმები“ და ჰამიდ ჰერისჩის ლექსს „ჯალათის პირისპირ“. პუბლიკაციას თან ერთვის ინფორმაცია ორივე პოეტის შემოქმედების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ პორტალი “El coloquio de los perros”-ი სისტემატიურად ბეჭდავს მსოფლიოში ცნობილ ისეთ პოეტებს, როგორებიცაა ჰენრი ლონგფელი, ჯორჯ ელიოტი, პაულ ვან ოსტაიჯენი, სელ-პო-რუ და სხვანი.
ლექსები ესპანურად თარგმნა თუთუხანუმ იუნუსოვამ.
![]() |
|
![]() |
და სხვა ...
-
გისმეთის ლექსები ავსტიულ პორტალში
ავსტრიის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Gedichtesammlung.net” მა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „უახლესი აზერბაიჯანული ლიტერატურა“ პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტის გისმეთის გერმანულად თარგმნილი ლექსები - „ვანგა - სიყვარულის თვალები“ „ღამის სასტუმრო“ და „პატიება“.
-
ჰეიდარ ალიევის შესახებ წიგნი ესპანეთის ბიბლიოთეკებში
აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ მადრიდში გამოცემული წიგნი "Vida de personas notables – Heydar Aliyev" (გამოჩანილი პიროვნებების ცხოვრება - ჰეიდარ ალიევი) განთავსებულია ესპანეთის შემდეგ ცენტრალურ ბიბლიოთეკებსა და უნივერსიტეტებში.
-
რაბიგა ნაზიმგიზის ლექსები ესპანეთის ლიტერატურულ პორტალში
ესპანეთის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Trabalibros” -მა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „უახლესი აზერბაიჯანული ლიტერატურა“ პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტის რაბიგა ნაზიმგიზის ესპანურად თარგმნილი ორი ლექსი - „აღელვებული ლექსი“ და „სურთი გამომიგზავნე“.