კიევში გაიმართა შეხვედრა პოეტ სალამ სარვანთან

კიევში გაიმართა შეხვედრა პოეტ სალამ სარვანთან

 

   კიევის ეროვნულ ენათმეცნიერების უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ცნობილ აზერბაიჯანელ პოეტთან სალამ სარვანთან. შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები პოეტის შემოქმედებაზე, ისაუბრეს მის წიგნზე, რომელიც გასულ წერს სახელწოდებით - „სამყაროს სიღრმე აკლია, ვერ დაიხრჩობი...“ - კიევში უკრაინულ ენაზე დაისტამბა და მკითხველთა დიდი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრის მოდერატორმა, სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის აღმასრულებელმა მდივანმა  უკრაინაში მარინა გონჩარუკმა ისაუბრა ცენტრის მიერ უკრაინულ-აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილ წვლილზე - ბაქოში გამოქვეყნებული თანამედროვე უკრაინული პოეზიის ანთოლოგიაზე და აზერბაიჯანული პოეზიის ანთოლოგიაზე, რომელიც შესაბამისად კიევში გამოიცა.

   უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ანასტასია პოჯარმა, ისაუბრა ისეთი ღონისძიებების მნიშვნელობაზე, რომლებიც ხალხებ აახლოებს ლიტერატურის საშუალებით. მისი თქმით, აზერბაიჯანული ლიტერატურის მეშვეობით მიიღო ყველაზე უტყუარი ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის ეროვნული მახასიათებლების, კულტურისა და თვითმყოფადობის შესახებ.

  პოეზიის მსოფლიო ფესტივალის გამარჯვებულმა, ცნობილმა უკრაინელმა პოეტმა ლესია მადრაკმა ისაუბრა პოეტის აზროვნების უნიკალურ მეთოდსა თავის გრძნობებზე, რომლებიც განიცადა   სალამ სარვანის ლექსების თარგმნისას. კერძოდ თქვა, რომ „ამ ლექსებში უკრაინელი მკითხველი გაეცნობა პოეტს, რომელიც მნიშვნელოვნად აფართოებს ტრადიციული სემანტიკის საზღვრებს, იპყრობს ყურადღებას საოცარი პოეტური წიაღსვლებით, სცილდება რა ტრადიციული პოეზიის ზღვარს,  ყველაზე ჩვეულებრივ მოვლინებსაც კი ახალი კუთხით წარმოგვიჩენს“.

   შეხვედრის ბოლოს სალამ სარვანმა უპასუხა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს, რომლებიც ეხებოდა აზერბაიჯანული ლიტერატურული პროცესის თავისებურებებს, პოეტის შემოქმედებით გზ და მისი ლექსების ესთეტიკურ მახასიათებლებს.

 

და სხვა ...

  • მაკესის „რჩეული ნაწარმოებები“ წარედგინა მარია ანჟელიკა სტირს მაკესის „რჩეული ნაწარმოებები“ წარედგინა მარია ანჟელიკა სტირს

    მიმდინარე წლის 22 სექტემბერს კოლუმბიის რესპუბლიკის წარმომადგენელი აზერბაიჯანში მარია ანჟელიკა სტირი სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრს და შეხვდა ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელს სახალხო მწერალს ქალბატონ  აფაგ მესუდს.

  • გამოიცა სტეფან ცვეიგის „რჩეული ნაწარმოებები“ გამოიცა სტეფან ცვეიგის „რჩეული ნაწარმოებები“

    სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ახალი პროექტის ფარგლებში, რომელც ითვალისწინებს მსოფლიო ლიტერატურის მარგალიტების“ 150 ტომეულის  სერიულ გამოცემას, გამოვიდა მსოფლიოში აღიარებული ავსტრიელი  მწერლის, სტეფან ცვეიგის  „რჩეული ნაწარმოებები.

  • ნიგარ რეფიბეილის ლექსები რუსეთის ლიტერატურულ პორტალში ნიგარ რეფიბეილის ლექსები რუსეთის ლიტერატურულ პორტალში

    რუსეთის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “litprichal.ru”-მ სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვიტრტუალურ სამყაროში“ პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა