ჰეიდარ ალიევი და აზერბაიჯანული არმიის აღმშენებლობა

ჰეიდარ ალიევი და აზერბაიჯანული არმიის აღმშენებლობა

 

12 დეკემბერი ჰეიდარ ალიევის ხსოვნის დღეა

      44-დღიანი სამამულო ომი, რომელიც 2020 წლის 27 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა, აზერბაიჯანის ისტორიული  გამარჯვებით დაგვირგვინდა და აღდგა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა! ეს ისტორიული გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, უმაღლესი მთავარსარდლის, ილჰამ ალიევის მტკიცე ნებისყოფისა და უძლეველი აზერბაიჯანული არმიის სიმამაცით იქნა მიღწეული ბრძოლის ველზე.

დღეს, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შექმნის ისტორია, რომელმაც უკვე ბრწყინვალე კვალი შეიტანა თანამედროვე მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებაში, მჭიდროდაა დაკავშირებული დაუვიწყარი ჰეიდარ ალიევის სახელთან. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამ დიდმა პიროვნებამ სიცოცხლე მიუძღვნა თავისი ხალხის ბედნიერი მომავლისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას.

ჩვენი საერთო ეროვნული ლიდერის სხვადასხვა წლებში გამოთქმული აზრები სამშობლოზე, ხალხზე, ჯარზე და ყარაბაღზე, კვლავაც გზას უნათებს ჩვენს ხალხს და არმიას დიდებული გამარჯვებებისაკენ.

* * *

”ჩვენი არმია არის ჩვენი მშობლიური ჯარი. არმია ჩვენი ხალხის განუყოფელი ნაწილია. ჯარი გახლავთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის და ჩვენი სახელმწიფოს დედაბოძი.

გმირო აზერბაიჯანელო ჯარისკაცო, წინ წმინდა აზერბაიჯანული მიწების, დამოუკიდებელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასაცავად! ”

 

      

* * *

 

 ”არასოდეს არავის მივცემთ ჩვენს ტერიტორიას, რომლის საზღვრებიც  საერთაშორისო ორგანიზაციების მიერაა აღიარებული.”

* * *

       “”ან უნდა აღვსდგეთ და გავათავისუფლოთ ჩვენი მიწები, ან უნდა დავიღუპოთ, ან და უნდა ვაღიაროთ, რომ ერი არ ვართ!”

* * *

      “”ჩვენმა ხალხმა მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში მრავალჯერ დაადასტურა, რომ შეუძლია შეინარჩუნოს თავისი ეროვნული თვითმყოფადობა, მიწა და სამშობლო.”

* * *

      “ ბევრს წყვეტენ და განაპირობებენ ისინი, ვინც ტომს, ჯარს, თუ ერს უდგანან სათავეში.      

ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თავი, გამოვაჩინოთ  ძლიერება და გმირობა ”.

* * *

      “აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი ბრძოლისთვის!”

* * *

      “”აზერბაიჯანის ყველა მოქალაქე მზად უნდა იყოს, ჩვენი ოკუპირებული მიწების განთავისუფლებისთვის საბრძოლველად!”

* * *

      ”დღეს ჩვენ დიდი სიამაყის რძნობით ვამბობთ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკას ჰყავს ეროვნული არმია, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ჩვენი რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოება, ჩვენი ხალხის მშვიდობიანი ცხოვრება, დაიცვას ჩვენი ქვეყნის საზღვრები და ტერიტორიული მთლიანობა. დიახ, აზერბაიჯანს ღირსეული შეიარაღებული ძალები ჰყავს საკუთარი მიწების დასაცავად! ”

* * *

      ”დღეს ჩვენ დიდ სიამაყის გრძნობით ვამბობთ, რომ  დამოუკიდებელ აზერბაიჯანის  რესპუბლიკას ჰყავს ეროვნული არმია! ეს აზერბაიჯანელი ხალხის უდიდესი ეროვნული მიღწევაა. ”

* * *

      ”აზერბაიჯანელი ხალხი, რომელსაც მდიდარი სამხედრო გამოცდილება გააჩნია, დაეყრდნობა თვისი შეიარაღებული ძალების სიმტკიცეს და უფრო თავდაჯერებულად ივლის სახელმწიფო აღმშენებლობის რთულ და ძნელ გზაზე და მიაღწევს სულ ახალ-ახალ გამარჯვებებს.”

* * *

      ”ჯარისადმი ზრუნვა და პატივისცემა საზოგადოების და ხალხის საპატიო მოვალეობაა.”

 

* * *

      ”დამოუკიდებელ სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს თვუთმყოფადი ძალა. ამ ძალის საფუძველია ხალხი და ჯარი, რომელიც მისივე ნაწილია.

 

* * *

      ”ხალხისა და ჯარის ერთიანობა ზრდის ხალხისა და ქვეყნის ძიერებას და უფრო ძლევამოსილს ხდის არმიას.”

* * *

     ”მყარი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის დამოუკიდებელ სახელმწიფოსა და ქვეყანას ძლიერი არმია უნდა ჰყავდეს!”  

* * *

      ”ჯარი ყოველთვის უნდა იყოს სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ, სულ მუდამ უნდა გრძნობდეს ხალხის მზრუნველობას.”

* * *

      ”ყველა ძალა მიმართული უნდა იყოს ჯარის ღმშენებლობისათვის.” 

 

 * * *

     არმია ხალხის ნაწილია. ხალხისა და არმიის ერთიანობა ყოველთვის უზრუნველყოფს სახელმწიფოს ძლევამოსილებას, ჯარსაც მეტ ძალას ჰმატებს და ხალხს უფრო მეტ ნდობას ანიჭებს თავისი არმიისადმი.       

ჩვენი მიწების დასაცავად თავგანწირულთა დამსახურება არასოდეს იქნება დავიწყებული, ისინი სამუდამოდ იცხოვრებენ ჩვენს გულებში. მათი გმირობა და თავდადება მარად სამაგალითო იქნება აზერბაიჯანული არმიის ჯარისკაცებისთვის.“

 

* * *

      "აზერბაიჯანელი ხალხი გმირი ხალხია!" 

 

* * *

      "უნდა განვამტკიცოთ ჩვენი სახელმწიფოს სამხედრო ლევამოსილება!" 

 

* * *

      ”არმია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის, ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დედაბოძია!”  

 * * *

     ”აზერბაიჯანი ყოველთვის ინარჩუნებს თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლისუნარიანობას და მიუხედავად იმისა, რომ მან ამ გზაზე განიცადა დიდი დანაკარგები და გაიღო მსხვერპლი, მისი მტკიცე ნება არ შერყეულა.”   

 

 

* * *

     ”ჩვენი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ყოველთვის იცავდა მშობლიურ მიწას, იცავდა ეროვნულ თავისუფლებას და ღირსებას და დღესაც მოწოდებულია დაიცვას იგი.”   

 

* * *

     ”სამხედრო სამსახური ადამიანებს უფრო ძლიერს, გაბედულს, უფრო გამძლეს ხდის და სირთულეების დაძლევის უნარს უნერგავს.” 

 

* * *

      ”იმისთვის, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები უფრო გაბედულად წარმართო, საჭიროა ძლიერი ჯარი გყავდეს”. 

 

* * *

   ”როდესაც ჯემშიდ ნახჩივანსკის სახელობის სამხედრო ლიცეუმის საძირკველს ვყრიდით, ეს ჩვენთვის თეორია როდი იყო, ეს გახლდათ ჭვრეტა დიდი მომავლისა, აზერბაიჯანის მომავლისა. ეს იყო პირველი წარმატებული ნაბიჯები აზერბაიჯანის ეროვნული ოფიცრების კადრის მომზადებისათვის.  როდესაც ამ ნაბიჯებს ვდგამდით ვფიქრობდით, რომ დადგებოდა დრო, როდესაც აზერბაიჯანელი ხალხი დაიბრუნებს ეროვნულ თავისუფლებას, მოიპოვებს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას და შეიქმნება დამოუკიდებელი აზერბაიჯანული სახელმწიფო. აკი შეიქმნა კიდეც. სწორედ ჩვენი დღევანდელი დამოუკიდებლობისათვის შევქმენი, განვავითარე და ავაღორძინე იგი. იცით, გულწრფელად გეუბნებით, ჯ. ნახჩივანსკის სახელობის ლიცეუმი ჩემთვის შვილივითაა. მე მას ვუფრთხილდები, როგორც საკუთარ შვილს და სანამ ვცოცხლობ, მისდამი ასეთივე დამოკიდებულება მექნება”. 

 

* * *

      ”ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს, რომ 1941-1945 წლების ომში, მსოფლიოში და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელ ომში, აზერბაიჯანელ ხალხს ჰყავდა გმირი გენერლები, ოფიცრები და რიგითი ჯარისკაცები.“  მათ თავიანთი გმირობით ასახელეს ჩვენი ხალხი და აღიარება მოუტანეს აზერბაიჯანელ ერს. ეს ყველაფერი სამაგალითოა ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის და მარად მისაბაძი ნიმუში უნდა იყოს!”

 

და სხვა ...