ქალაქ შუშას სინამდვილე

ქალაქ შუშას სინამდვილე

 

აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით მოამზადა ვიდეორგოლი „ქალაქ შუშას სინამდვილე“, რომელიც ასახავს 1828 წელს რუსეთსა და ირანს შორის დადებული „თურქმენჩაის ხელშეკრულების“ საფუძველზე მთიან ყარაბაღში ჩასახლებული სომხების უსაფუძვლო ტერიტორიულ პრეტენზიებსა და მათ მიერ ძირძველი შუშას ეროვნული კულტურისა და მკვიდრი აზერბაიჯანელების მიმართ განხორციელებულ ვანდალიზმს.

საერთაშორისო ინტერნეტ სივრცესა და სოციალურ ქსელებში გავრცელების მიზნით აღნიშნული ტექსტი ინგლისურ, რუსულ, თურქულ, სპარსულ, არაბულ, ქართულ, ფრანგულ, უკრაინულ, ესპანურ და გერმანულ ენებზე გადაეგზავნა აზერბაუჯანში აკრეტიტებულ უცხო ქვეყნების საელჩოებსა და მსოფლიოს ავტორიტეტულ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს. 

 

ყარაბაღი აზერბაიჯანია

„ქალაქ შუშას სინამდვილე“

შუშა აზერბაიჯანული მუღამის აკვანი, ეროვნული მუსიკისა და პოეტური ხელოვნების უძველესი ძეგლია. მომხდურებისაგან ქალაქის დაცვის მიზნით  მის ჩრდილო ნაწილში აგებული შუშას ციხესიმაგრე კი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს.

აზერბაიჯანელმა ხანმა ანჰალი არაბალიმ (1693–1763), რომელმაც 1747 წელს საფუძველი დაუდო ყარაბაღის სახანო, 1752 წელს განკარგულება გასცა, შუშას ციხესიმაგრის აშენების შესახებ, რათა მშობლიური სახანო უფრო საიმედო ყოფილიყო დაცული  უცხოელი მომხდურებისაგან. (ამ ტერიტორიას, რომელიც 5,5 ათას კვადრატულ კილომეტრს მოიცავს, მისი დამაარსებლის საპატივსაცემოდ ისტორიულ წყაროებში ფანაჰაბადსაც უწოდებენ)  შემდგომში მოჭრილ იქნა ვერცხლის მონეტა სახელწოდებით "ანააბადი". ყარაბაღის მეორე მმართველის იბრაჰიმხალილ ხანის დროს (1721–1806) ციხესიმაგრე გარშემორტყმულ იქნა ძლიერი თავდაცვითი კედლით და აქ დაარსდა ხელნაკეთობების, სამჭედლოებისა და იარაღის საწარმოების დიდი ცენტრები. შუშელი ხელოსნების მიერ გაკეთებული ნივთები და იარაღები ერთობ პოპულარული იყო იმ დროს ახლო და შორეულ ქვეყნებში. შუშას გერბზე, ისევე როგორც კასპიის პირეთის რეგიონის უმეტეს ნაწილში, გამოსახულია მიწიდან ამოწვერილი ცეცხლის ენები, ვეფხვი, როგორც ძალაუფლების სიმბოლო და მწვანე ხევში ამაყად მდგარი ყარაბაღული ტაიჭი. ქალაქი შუშა 17 უბნისაგან შედგება. მის ყველა ძირძველ მკვიდრს წმინდა თურქულ-აზერბაიჯანული სახელი ჰქვია. ყველა უბანს თავისი აბანო და მეჩეთი აქვს და როგორც წესი, უბნის ცენტრში წყარო მოჩუხჩუხებს.

          1823 წლიდან შუშა ყარაბაღის სახანოს ცენტრa გვევლინება. მე -18 საუკუნის შემდეგ ეს ქალაქი გახდა აზერბაიჯანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია როგორც "პატარა პარიზი", "კავკასიის ხელოვნების ტაძარი", "აზერბაიჯანული მუსიკის აკვანი" და "ამიერკავკასიის კონსერვატორია".

        1992 წლის 8 მაისს რუსეთ-სომხეთის სამხედრო შენაერთების მიერ გამხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, სომხებმა, შუშაში აზერბაიჯანული კვალის წაშლის მიზნით გაანადგურეს 600-მდე ისტორიული და არქიტექტურული ძეგლი, მათ შორის, ფანჰალი ხანის სასახლე, ზემო გოვჰარ აღას მეჩეთი, ქვემო გოვჰარ აღას მეჩეთი, აღმოსავლეთის ყველაზე ცნობილი პოეტი ქალის, ხანის ასულის ხურშიდბანუ ნათავას სახლი, ყარაბაღის სახანოს ვეზირის, ცნობილი აზერბაიჯანელი პოეტის მოლა ფანაჰ ვაგიფის მავზოლეუმი, გაძარცვეს და სომხეთში გაიტანეს აღმოსავლეთის პროფესიონალური მუსიკის სფეროში პირველი ოპერის მესვეურის უზეირ ჰაჯიბეკოვის, იტალიაში განსწავლული დიდი მუსიკოსის ბულბულის, მუსიკოსისა და მხატვარის მირ მოჰსუნ ნავაბის სახლმუზეუმების 10 ათასზე მეტი ექსპონატი, ყარაბაღის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის 1000-მდე ნივთი,  გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, 60-ზე მეტი ბიბლიოთეკა, მუზეუმი და სამუსიკო სკოლა. განადგურდა ქალაქის უძველესი მუსულმანური სასაფლაო.

https://az.wikipedia.org/wiki/Şuşa_ mədəniyyəti


მანამ, სანამ რუსეთის იმპერი  ყარაბაღის სახანოს დაიპყრობდა, აქ არც ერთი სომეხი არ ცხოვრობდა და სახანოს მმართველებს შორის აზერბაიჯანელების გარდა არცერთი ერის წარმომადგენელი არ იყ. 1805 წლის 14 მაისს გაფორმებულ იქნა ქურაქჩაის ხელშეკრულება ყარაბაღის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერეს კავკასიაში რუსეთის ჯარების მთავარსარდალმა პაველ ციციანოვმა და იბრაჰიმხალილ ხანმა.

ამ პერიოდში რუსეთმა ერთმნიშვნელოვნად აღიარა ყარაბაღის სახანო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, დაადასტურა იბრაჰიმხალილ ხანი და მისი მემკვიდრეები, როგორც სახანოს ერთადერთი მფლობელები, და ყველა დოკუმენტში ჩაიწერა "ყარაბაღის შუშელი იბრაჰიმ ხანი". ასე და ამგვარად სახანოს მთლიანობა გარანტირებული იყო რუსეთის იმპერატორის მიერ. X მუხლში ნათქვამია, რომ ეს ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით იდება და არ ექვემდებარება ცვლილებას. ურაჩაის ხელშეკრულება, რომელიც პრეამბულისა და 11 მუხლისგან შედგება, ერთ სტრიქონსაც კი არ შეიცავს  ყარაბაღის სამეფოების ან სომხების შესახებ.

http://www.virtualkarabakh.az/az/post-item/32/52/kurekcay-muqavilesi.html


1828 წელს სომხებმა, რომლებიც ყარაბაღში დასახლდნენ, მეფის რუსეთის გაქრისტიანების პოლიტიკის შესაბამისად ქალაქის მითვისების მიზნით მიზანმიმართული საქმიანობა წამოიწყეს. მასშემდეგ, რაც სომხური წარმოშობის რუსი გენერალი ვალერიან გრიგორიევიჩ მადათოვი შუშის კომენდანტად დაინიშნა, ამ ტერიტორიებზე სომხების განსახლებამ ინტენსიური ხასიათი მიიღო.

ცნობილი რუსი მხატვარი ვასილი ვერეშაგინი, რომელიც 1865 წლის მაისში შუშას ეწვია და იქ დაახლოებით სამი თვე დაჰყო, პარიზში დაბრუნების შემდეგ შექმნა სერია ნახატებისა, სადაც  ქალაქ შუშას სინამდვილეა ასახული. ყველა ეს ნახატი აშკარად მეტყველებს, რომ შუშა აზერბაიჯანული ქალაქია. აი, იმ ტილოების   სახელები: "შუშას მეჩეთი", "შახსეი-ვახსეი შუშაში", "მუსლიმანური სკოლა", "თათრული (აზერბაიჯანული) სახლის დარბაზი შუშაში", "თათრების მდიდრული სასტუმრო სახლი შუშაში" და სხვ.

https://ru.wikipedia.org/wiki/

 

ადრე, თუ გვიან სიმართლე და სამართალი იმარჯვებს

28 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის მოსახლეობა შუშას მონატრებით ცხოვრობდა და დიდი მოთმინებით და მონდომებით ელოდა ოკუპირებული მიწების დაბრუნებას. დაბრუნებას დაპირისპირებისა და სისხლის გარეშე, ომის გარეშე, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. თუმცა საკითხი მხოლოდ ფარატინა ქაღალდებზე იყო ასახული.  სომხური ანექსია კი ანექსიად რჩებოდა. სომხეთი განაგრძობდა აზერბაიჯანის სხვა ტერიტორიებისა  და  მშვიდობიანი აზერბაიჯანელების ტერორიზირებას. ბოლოს, სახელმწიფოს მეთაურმა - აზერბაიჯანის უმაღლესმა მთავარსარდალმა, ილჰამ ჰეიდარ ოღლო ალიევმა გადაწყვიტა საკითხი სამხედრო გზით მოაგვაროს, რათა უკიდურესად თავგასულ სომხებს საკადრისი ადგილი მიუჩინოს.

ჩვენი ეროვნული არმიის წარმატებული კონტრშეტევითი ოპერაციები, რომლებიც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალის - ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით  27 სექტემბერს დაიწყო, აზერბაიჯანული სოფლების, დაბებისა და ქალაქების გათავისუფლებით დაგვირგვინდა... 8 ნოემბერს აზერბაიჯანელები  დაბრუნდნენ მშობლიურ ქალაქ შუშაში, რომლსაც წლების მანძილზე ელტვოდნენ... 10 ნოემბერი კი ქვეყნის ისტორიაში ჩაიწერა როგორც ბრწყინვალე გამარჯვების დღე. დღე, როდესაც აზერბაიჯანმა ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინა. 

და სხვა ...

  • „ლეილი და მეჯნუნი“ დნეპრის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე „ლეილი და მეჯნუნი“ დნეპრის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

     

    დნეპრის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ( Dnepr Book Space) გაიმართა დიდი აზერბაიჯანელი პოეტის ნიზამი განჯავის კიევში უკრაინულ ენაზე გამოცემული"ლეილი და მაჯნუნიის" პრეზენტაცია.

     

  • „ლეილი და მეჯნუნი“ წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე „ლეილი და მეჯნუნი“ წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

    კიევის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ("კიევის წიგნის ხელოვნების ფესტივალი") გაიმართა დიდი აზერბაიჯანელი პოეტის ნიზამი განჯავის "ლეილი და მაჯნუნიის" პრეზენტაცია. უნდა აღინიშნოს, რომ წიგნი უკრაინულ ენაზე დაისტამბა ნიზამი განჯავის 880 წლის იუბილესთან დაკავშირებით. პროექტი განხორციელდა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის უშუალო მონაწილეობით.