წიგნი „შაჰინშაჰი“ პირველად აზერბაიჯანულ ენაზე

წიგნი „შაჰინშაჰი“ პირველად აზერბაიჯანულ ენაზე

 

აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა გამოაქვეყნა გამოჩენილი პოლონელი მწერლისა და პუბლიცისტის რიჩარდ კაპუშინსკის წიგნი "შაჰინშაჰი".

წიგნი ასახავს გასულ საუკუნეში ირანში მიმდინარე რთულ სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებს, ფეჰლავების ხელისუფლების   საყოველთაო საყრდენების თანდათანობით მორყევასა და დაცემას.

წიგნში, რომელიც პირველად გამოიცა აზერბაიჯანულ ენაზე, შესულია ავტორის მოსაზრებები ხელოვნებაზე, სამეცნიერო-თეორიულ სტატიები, ლექციები, გამოსვლები და ინტერვიუები.

იგი ორიგინალიდან თარგმანა  ვილაიათ გულიევმა, რედაქტორი - მაჰირ . გარაევი.

წიგნი დაისტამბა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის სტამბაში.


რიჩარდ კაპუშინსკი

-- დაიბადა 1932 წელს პოლონეთის ქალაქ პინსკში;

სწავლობდა ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 

სიჭაბუკეში მუშაობდა გაზეთ "Sztandar Myuduch"-ში ("ახალგაზრდობის დროშა");

– 1962 წლიდან მოღვაწეობდა საზღვარგარეთის ქვეყნებში, როგორც პოლონეთის პრესის სააგენტოს კორესპოდენტი;

ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით მრავალჯერ მოუწია  მოგზაურობა აფრიკაში, შუა აღმოსავლეთსა და ლათინურ ამერიკის ქვეყნებში; 

– 1970 წლიდან თანამშრომლობდა პარიზის ჟურნალ კულტურასთან“;

მისი ერთ-ერთი ნაწარმოები, რომელსაც „იმპერატორი“ ეწოდება, საკმაო პოპულარობით სარგებლობს უცხოეთში;

ავტორის პუბლიცისტური ესეების სამი წიგნი - "იმპერია" (1993), რომელიც სსრ კავშირის ბოლო წლების მოვლენებს ასახავს, "შავი ხე" (1999) და "მოგზაურობა ჰეროდოტესთან" (2004) სხვადასხვა წლებში პოლონეთში "წლის წიგნის" გამარჯვებულად იქნა აღიარებული;

 ჟურნალისტთა საერთაშორისო (1978), გოეთეს (1999), ვიარეკოს (2000), ელზა მორანტეს (2005) და სხვა საერთაშორისო პრემიების ლაურეატი;

წითელი ჯვრისა“ (1972) და პოლონეთის აღორძინების (1974) ორდენების  კავალერია;

რამდენჯერმე იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე;

გარდაიცვალა 2007 წელს ქალაქ ვარშავაში.

 

წიგნი შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მაღაზიებში:

“Libraf”-ი

“Kitabevim.az”-ი

“Akademkitab”-ი

წიგნის სახლი “Akademiya”

“Azərkitab”-ი

პრეზიდენტის აპარატის წიგნის სახლი

აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტის სავაჭრო ჯიხური

წიგნის მაღაზია “Pero”

წიგნის სახლი “Oxumalı” (საკითხავი)

წიგნის სახლი “Lider”-

 

და სხვა ...

  • „ლეილი და მეჯნუნი“ დნეპრის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე „ლეილი და მეჯნუნი“ დნეპრის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

     

    დნეპრის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ( Dnepr Book Space) გაიმართა დიდი აზერბაიჯანელი პოეტის ნიზამი განჯავის კიევში უკრაინულ ენაზე გამოცემული"ლეილი და მაჯნუნიის" პრეზენტაცია.

     

  • „ლეილი და მეჯნუნი“ წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე „ლეილი და მეჯნუნი“ წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

    კიევის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ("კიევის წიგნის ხელოვნების ფესტივალი") გაიმართა დიდი აზერბაიჯანელი პოეტის ნიზამი განჯავის "ლეილი და მაჯნუნიის" პრეზენტაცია. უნდა აღინიშნოს, რომ წიგნი უკრაინულ ენაზე დაისტამბა ნიზამი განჯავის 880 წლის იუბილესთან დაკავშირებით. პროექტი განხორციელდა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის უშუალო მონაწილეობით.